ფოთის დევნილთა პოლიკლინიკას რამდენიმე თვეა ახალი მენეჯმენტი ყავს. ძველი დირექტორი გაათავისუფლეს, მთავარი ბუღალტერი კი დევნილთა თანხების მითვისების გამო გაასამართლეს. საქმის მასალებით დარეჯან ზუხბაიამ 85 000 ლარი მიითვისა. ფაქტის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა რაც აუდიტის სამსახურმა დევნილთა პოლიკლინიკა შეამოწმა და დასკვნა გამოაქვეყნა. დოკუმენტით ცნობილი ხდება, რომ დიდი ოდენობით თანხის მითვისების მიუხედავად ბუღალტერი სამსახურებრივ მოვალეობას კიდევ ერთი წელი ასრულებდა. მისი პასუხისმგებლობა მხოლოდ მაკონტროლებლის შესვლის შემდეგ დადგა.
დევნილთა კლინიკის ამჟამინდელი მმართველობა ფაქტით ჯერ არ დაინტერესებულა. ფულის მითვისების ისტორია იციან, მაგრამ არ აინტერესებთ დევნილთა რა ოდენობის თანხა წაიღეს დამნაშავეებმა და იყვნენ თუ არა დანაშაულებრივ ქმედებაში ჩართული კიდევ სხვა პირები.
ერთ-ერთი ვერსიით, დევნილთ პოლიკლინიკაში აუდიტის სამსახურის შესვლის შემდეგ ბუღალტერი დარეჯან ზუხბაია პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით გაიქცა და თავს ოკუპირებულ ტერიტორიაზე აფარებდა. ფაქტს ოჯახის ახლობელი არ ადასტურებს.
85 000 ლარის დაკარგვა შესამჩნევი, ერთი წლის შემდგომ, მხოლოდ აუდიტის სამსახურისთვის გახდა, ამიტომ ექსპერტები არ გამორიცხავენ რომ საქმეში ჩართული იყვნენ სხვა პირებიც.
დარეჯან ზუხბაია დღეს თავისუფალია, მან საპატიმრო საპროცესო შეთანხმების შედეგად, მალევე დატოვა.