ფოთელი სტუდენტებისთვის საუნივერსიტეტო სასტიპენდიო პროგრამა ცხადდება

„ეიპიემ ტერმინალს ს“ ფინანსური მხარდაჭერით, ამერიკის სავაჭრო პალატასთან და MAC Georgia-სთან პარტნიორობით, ცხადდება საუნივერსიტეტო სასტიპენდიო პროგრამა ფოთელი სტუდენტებისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას „ეიპიემ ტერმინალს ფოთი” ავრცელებს.
რაც შეეხება კრიტერიუმებს:
თუ შენ: ცხოვრობ ფოთში, წელს ჩაირიცხე უნივერსიტეტში ან სწავლობ 2, 3 ან 4 კურსზე; სარგებლობ მიზნობრივი სოციალური დახმარებით და გაქვს 70,000 ან ნაკლები სოციალური ქულა; მაშინ გაქვს შესაძლებლობა, განათლების მისაღებად, მოიპოვო სტიპენდია!; დამატებითი ინფორმაცია: https://shorturl.at/TPQQu;
განაცხადის ფორმა: https://forms.gle/DerH4o8KY8RAbyen9; ჩამოსატვირთი ფორმა: https://shorturl.at/KIJc7.“
განაცხადები მიიღება 2025 წლის 28 ოქტომბრის ჩათვლით ელფოსტის საშუალებით: [email protected].