ფლორიდის შტატის გუბერნატორი საპრეზიდენტო რბოლას გამოეთიშა

აშშ-ის ფლორიდის შტატის გუბერნატორი, რონ დესანტისი -ის 2024 წლის საპრეზიდენტო რბოლას გამოეთიშა და მხარდაჭერა ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს გამოუცხადა.
„თუ რაიმე შემეძლო გამეკეთებინა ხელსაყრელი შედეგის მისაღწევად, გავაკეთებდი, მაგრამ არ შემიძლია ვთხოვო ჩვენს მხარდამჭერებს, დახარჯონ დრო და შემოწირონ რესურსები, თუ არ გვექნება მკაფიო გზა გამარჯვებისაკენ. შესაბამისად, მე დღეს ვწყვეტ ჩემს კამპანიას“, – განაცხადა დესანტისმა.
ამასთან, მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ყოფილ პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან უთანხმოება აქვს, არჩევნებში მხარს მას დაუჭერს.
“პირობა დავდე, რომ მხარს დავუჭერდი „რესპუბლიკელ“ კანდიდატს და ამ პირობას შევასრულებ“, – აღნიშნა დესანტისმა.
ითვლებოდა, რომ აშშ-ის ფლორიდის შტატის გუბერნატორს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში „რესპუბლიკელების“ კანდიდატობისა და ჯო ბაიდენთან დაპირისპირების მნიშვნელოვანი შანსი ჰქონდა.

ასევე დაგაინტერესებთ