ფლორიდაში 14 წლის მოზარდმა საშობაო საჩუქრებზე დავის გამო საკუთარი და მოკლა. მედიის ცნობით, 23 წლის აბრიელ ბალდვინი მოზარდ ძმებს შორის საშობაო საჩუქრებზე დავის განმუხტვას ცდილობდა, როცა ერთ-ერთმა გულში ესროლა და მოკლა.
პოლიციის ინფორმაციით, ოჯახთან ერთად საყიდლებზე წასული ძმები იმაზე დაობდნენ, საშობაოდ ვინ უფრო მეტი საჩუქარი მიიღო და ვისზე უფრო მეტი ფული იხარჯებოდა. ამ დროს მათმა ბიძამ და დამ სიტუაციის განმუხტვა სცადეს.