ფლორიდაში დასრულდა ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრა

-ისა და უკრაინის პრეზიდენტების, სა და ს შეხვედრა დასრულდა. შეხვედრა გაიმართა ფლორიდაში, ტრამპის მამულში.
ამერიკის პრეზიდენტმა ზელენსკისთან შეხვედრას „შესანიშნავი“ უწოდა.
„მრავალი საკითხი განვიხილეთ. ვფიქრობ, საგრძნობლად მივუახლოვდით, შესაძლოა, ძალიან მივუახლოვდით [შეთანხმების მიღწევას]“, თქვა მან.
ამ შეხვედრის შემდეგ ტრამპი და ზელენსკი შეხვდნენ ევროპელ ლიდერებს, რომლებიც ასევე იმყოფებიან -ში.
„ისინი არაჩვეულებრივი ლიდერები არიან და ჩვენ მათთან შესანიშნავი საუბარი გვქონდა,“ თქვა ტრამპმა და დასძინა, რომ საგრძნობ პროგრესს მიაღწიეს ში ომის შეწყვეტის საქმეში.
მ განაცხადა, რომ „მყარი მშვიდობის მიღწევის გზაზე საკვანძო ეტაპია“ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მინიჭება.
მან დასძინა, რომ ევროპული და უკრაინული გუნდები განაგრძობენ მუშაობას ამ საკითხზე და „უახლოეს კვირებში“ შეხვდებიან ერთმანეთს, რათა „დაასრულონ ყველა განხილული საკითხი“.
მიმდინარეობს ახალი ამბის განახლება.
ფორუმი