ფლორიდას მეხუთე კატეგორიის ქარიშხალი „მილტონი“ უახლოვდება

აშშ-ის ფლორიდის შტატს მეხუთე კატეგორიის ქარიშხალი „მილტონი“ უახლოვდება.
მოსალოდნელია, რომ ქარიშხალი ოთხშაბათს მთელი ძალით დაატყდება თავს მჭიდროდ დასახლებულ ქალაქ ტამპა ბეისს.
ფლორიდელებს მოუწოდეს, ევაკუაციისთვის მოემზადონ. გუბერნატორმა რონ დესანტისმა მოსახლეობა გააფრთხილა, რომ ევაკუაციის დრო სწრაფად იწურება.
„უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს იქნება მონსტრი,” – აღნიშნა გუბერნატორმა დესანტისმა.
-ის ქარიშხლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციი24 საათზე ნაკლებ დროში ის თ, „მილტონი“ კვირას ტროპიკულ ქარიშხლად კლასიფიცირდა, მაგრამ 24 საათზე ნაკლებ დროში ის მე-5 კატეგორიის შტორმად გადაიქცა.
შეგახსენებთ, 10 დღის წინ ფლორიდაში ქარიშხალ „ჰელენს“ ებრძოდნენ და სტიქიამ შტატში, მინიმუმ, 14 ადამიანი შეიწირა.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – „ტექნიკურ მთავრობაზე“ საუბარი მხარდამჭერების უპატივცემულობაა, მაშინ ვის აძლევს ამომრჩეველი ხმას, რომელ პოლიტიკურ პარტიას? – ეს ყველაფერი აბსურდის თეატრია, ჩვეულებრივი მსახიობები არიან

ირაკლი კირცხალია – სალომე ზურაბიშვილს უნდა პრეზიდენტის სასახლე „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ საარჩევნო შტაბად აქციოს – არ გამოვრიცხავთ, არჩევნებამდე დარჩენილ ორ კვირაში პრეზიდენტის სასახლე „დაბრენდოს“ კიდეც