ფლიკს დე იონგთან დიდი ხნით მუშაობა სურს

“ბარსელონას” მთავარ მწვრთნელ ჰანსი ფლიკს ფრენკი დე იონგთან მუშაობის გაგრძელება დიდი ხნით სურს და “ბლაუგრანას” ხელმძღვანელობას სთხოვა, რომ ნიდერლანდელს ახალი ხელშეკრულება გაუფორმონ, ამის შესახებ ინფორმაციას Sport.es-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, 59 წლის სპეციალისტი დე იონგს სამომავლოდ გუნდის ერთ-ერთ მთავარ ფეხბურთელად მოიაზრებს.
“ბარსაში” დარჩენა თავად ფრენკისაც სურს და დიდი ალბათობით, მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებებს მალე დაიწყებენ.
დე იონგს “ლურჯ-ბროწეულისფერებთან” მიმდინარე კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისს ეწურება.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში