ფლიკი: “ბარსელონა” ყველა ტიტულის მოსაგებად იბრძოლებს

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა გუნდის 15-მატჩიან წაუგებელ სერიაზე ისაუბრა.
გერმანელი სპეციალისტის თქმით, “ბლაუგრანა” წელს ყველა ტიტულის მოსაგებად იბრძოლებს.
“ამ შედეგით გაოცებული არ ვარ, დეკემბერში “ატლეტიკოსთან” მარცხის შემდეგ, ვთქვი, რომ კარგად თამაშს დავიწყებდით. ჩვენ კონცენტრირებულები ვართ, ბურთს დიდხანს ვფლობთ და დაცვაში უკეთ ვთამაშობთ.
წინ დიდი დრო და უამრავი მატჩი გველის, მაგრამ ყველა ტიტულის მოსაგებად ვიბრძოლებთ. ვერ ვიტყვი, რომ ევროპაში ან მსოფლიოში საუკეთესო ნახევარდაცვის ხაზი გვყავს, მაგრამ მაღალი დონის მოთამაშეებით ვართ დაკომპლექტებულები”, – განაცხადა ფლიკმა.
შეგახსენებთ, “ბარსელონა” ლა ლიგის სატურნირო ცხრილში
57 ქულით პირველ ადგილს იკავებს და უახლოეს მდევარ “ატლეტიკოს” 1 ქულით უსწრებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში