ფლიკი “ბარსელონას” ჩაბარებას უახლოვდება

სეზონის დასრულების შემდეგ გერმანიის ნაკრებისა და “ბაიერნის” ყოფილი მწვრთნელი ჰანსი ფლიკი დიდი ალბათობით, “ბარსელონას” ჩაიბარებს.
ცნობილი გერმანელი ჟურნალისტის ფლორიან პლეტენბერგის ცნობით, მხარეებს შორის პირველი კონტაქტი უკვე შედგა, შეთანხმების შანსს ზრდის ისიც, რომ კატალონიური კლუბის პრეზიდენტს ჟოან ლაპორტას არჩევანის გაკეთება გერმანელ სპეციალისტზე სურს.
აღსანიშნავია, რომ თავად ფლიკმა “ბარსელონას” გაწვრთნაზე თანხმობა უკვე განაცხადა და ახალ გამოწვევას მოუთმენლად ელოდება.
შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ “ბლაუგრანას” მთავარი მწვრთნელი ხავი ერნანდესი თანამდებობას დატოვებს.