ფლანგვის დეტექტორის ცნობით, 26 მაისის ღონისძიებებზე ბიუჯეტიდან უკვე 7 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი, აქედან უდიდესი ნაწილი კი – ტენდერის გარეშე.
კერძოდ, ფლანგვის დეტექტორი წერს, რომ ქართული ოცნების მთავრობამ 26 მაისთან დაკავშირებით სხვადასხვა უწყებას ღონისძიებების ჩატარება დაავალა და 2025 წლის ბიუჯეტიდან უკვე გამოიყო:
⚬ კულტურის სამინისტრო – 2.9 მლნ ლარი (სარეზერვო ფონდიდან).
⚬ თავდაცვის სამინისტრო – 2.2 მლნ ლარი (ფიცი, სცენა, ტრიბუნები, ავია-გადაფრენა).
⚬ სხვა უწყებები – ასობით ათასი ლარი რეგიონული ღონისძიებებისთვის.
ფლანგვის დეტექტორი წერს, რომ კულტურის სამინისტროს გარდა, ყველა შესყიდვა ტარდება გამარტივებული წესით – ტენდერის გარეშე.
