ფლამარიონი ფრანგული გუნდის ფეხბურთელი გახდა

27 წლის თავდამსხმელს ჯოვინო ფლამარიონს, რომელიც გასულ სეზონში ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, ბათუმის “დინამოსთან” კონტრაქტის ვადა ამოეწურა და კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.
ფლამარიონმა ლიგა 2-ის “ვალანსიენში” სამედიცინო შემოწმება გაიარა და ხელშეკრულება გააფორმა. ის ახალ გუნდში 96-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
“ვალანსიენი” 17 ტურის შემდეგ 11 ქულით აუტსაიდერია და 16 დეკემბერს “პარიზს” უმასპინძლებს.