ფიცო აცხადებს, რომ EU-ში რუსეთის გაყინული აქტივებით უკრაინის სამხედრო დახმარებას დაბლოკავს

ს პრემიერმინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით უკრაინისთვის რეპარაციების სესხის გამოყოფის შესახებ ევროკომისიის წინადადებას არავითარ შემთხვევაში არ დაუჭერს მხარს, თუ ეს თანხა სამხედრო მიზნებისთვის იქნება გამოყენებული.
ს მთავრობის მეთაურის თქმით, მან ოფიციალური წერილი გაუგზავნა ევროსაბჭოს პრეზიდენტ ანტონიუ კოშტას რომელშიც აღნიშნავს, რომ ევროკავშირის ლიდერების მომდევნო სამიტზე ყველა იმ გადაწყვეტილებას დაბლოკავს, რომელიც უკრაინის 2026–2027 წლების სამხედრო საჭიროებების დაფინანსებას შეეხება.
“არ და ვერ დავუჭერ მხარს ნებისმიერ გადაწყვეტილებას უკრაინის სამხედრო ხარჯების მხარდაჭერის შესახებ, რომელშიც სლოვაკეთი იქნება ჩართული. ამავდროულად, მე პატივს ვცემ ევროკავშირის თითოეული წევრი სახელმწიფოს სუვერენულ უფლებას, სურვილის შემთხვევაში მიიღოს სხვა გადაწყვეტილება” – თქვა ფიცომ.
ფიცოს თქმით, ამ პოზიციის მთავარი მიზეზი მისი “მშვიდობის პოლიტიკაა”, რომელიც არ აძლევს უფლებას “სამხედრო კონფლიქტის გაგრძელებას მისცეს ხმა, რადგან სამხედრო ხარჯებისთვის ათეულობით მილიარდი ევროს გამოყოფა ომის გახანგრძლივებაა”.
ასევე, სლოვაკეთის პრემიერმინისტრმა მხარდაჭერა გამოუცხადა -ს პრეზიდენტ ს “სამშვიდობო ინიციატივებს”. ფიცოს აზრით, გაყინული რუსული აქტივების გამოყენება უკრაინის თავდაცვის საჭიროებებისთვის შესაძლოა საფრთხეს უქმნიდეს -ს გეგმებს, რადგან, ფიცოს აზრით, ტრამპი ამ რესურსების გამოყენებას უკრაინის ომისშემდგომი აღდგენისათვის გეგმავს.
tabula.ge