ფიცოს მთავრობა ევროკავშირის დატოვებისთვის ემზადება

სლოვაკეთის პარლამენტში პრემიერმინისტრის, რობერტ ფიცოს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ დებატები მიმდინარეობს. დებატების დაწყებამდე, ს ოპოზიციური პარტიის, “პროგრესული სლოვაკეთის“ ლიდერმა, მიხალ შიმეჩკამ, სლოვაკეთის პრემიერმინისტრი რობერტ ფიცო ქვეყნის ევროკავშირის დატოვების მზადებაში დაადანაშაულა.
პარლამენტს ფიცოს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებისთვის, სულ მცირე, 76 ხმა სჭირდება.
ფიცომ ასევე განაცხადა, რომ სლოვაკეთი ევროკავშირში მოსალოდნელი „ყველა შესაძლო კრიზისული სიტუაციისთვის“ უნდა მოემზადოს, მისი განმარტებით, ეს ევროკავშირის დაშლასაც კი მოიაზრებს.
”ეს არ შეიძლება სხვაგვარად გავიგოთ, გარდა იმისა, რაც ჩვენ უკვე ვთქვით: რომ ფიცოს მთავრობა ამზადებს ნიადაგს, რომ სლოვაკეთმა ევროკავშირი დატოვოს”, – განუცხადა მიხალ შიმეჩკამ სლოვაკეთის პარლამენტს.

შეგახსენებთ, რომ ფიცო უკრაინის ომის დაწყებიდან რუსეთთან ურთიერთობების შენარჩუნებას ცდილობდა, ამიტომ მან სთვის ოფიციალური სამხედრო დახმარების მიწოდება შეაჩერა. მან ს მიმართ დაკისრებული სანქციები გააკრიტიკა. გარდა ამისა, 2024 წლის ბოლოს, უკრაინის გავლით რუსული გაზის მიწოდების შეწყვეტამ, კიდევ უფრო გააძლიერა განხეთქილება.
tabula.ge