ფიცოს თქმით, მასზე და ტრამპზე თავდასხმების სცენარები “ზუსტი ასლებია”

სლოვაკეთის პრემიერის, რობერტ ფიცოს თქმით, -ს ყოფილ პრეზიდენტზე, დონალდ ტრამპსა და მასზე თავდასხმის მიღმა სცენარები ერთმანეთის “ზუსტი ასლებია”. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა.
ფიცო წერს, რომ ტრამპის პოლიტიკური ოპონენტები საზოგადოებაში უკმაყოფილებასა და გაღიზიანებას აღვივებდნენ, რასაც აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობას მოჰყვა.
“სცენარი თითქოს ზუსტი ასლია.
დონალდ ტრამპზე თავდამსხმელს სლოვაკური რომ სცოდნოდა, საკმარისი იქნებოდა, წაეკითხა Dennik N, Sme ან Aktuality, რომ აშშ-ს დაუმორჩილებელ ყოფილ პრეზიდენტთან მიმართებით „საქმის მოწესრიგება“ მონდომებოდა. სცენარები თითქოს ზუსტი ასლებივით ჰგვანან ერთმანეთს. ტრამპის პოლიტიკური მეტოქეები მის გაჩუმებას ცდილობენ, ხოლო როცა ეს არ გამოსდით, საზოგადოებას ისე აბრაზებენ, რომ რომელიმე უბედური ხელში იარაღს იღებს. ახლა მოვისმენთ საუბარს შერიგების, სიწყნარისა და პატიების აუცილებლობის შესახებ…” – წერს ფიცო.
13 ივლისის საღამოს აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, ს მხარდამჭერების ყრილობაზე ცეცხლსასროლი იარაღი გაისროლეს, რის შემდეგაც ტრამპი სახის არეში დაიჭრა.
გავრცელებულ ვიდეოში ასევე ჩანს, რომ სცენიდან გაყვანის დროს მას სახის არეში სისხლი მოსდის.
სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ ტრამპი “უსაფრთხოდ” არის.
ამასთანავე, გავრცელებული ცნობებით, პირი, რომელმაც ტრამპს ესროლა, “განეიტრალებულია”.
მანამდე, ს 59 წლის პრემიერი 16 მაისს შეიარაღებულმა პირმა ოთხი ტყვიით დაჭრა, რაც ბოლო 20 წლის განმავლობაში ევროპელი ლიდერის მკვლელობის პირველი შემთხვევაა. მას 5-საათიანი ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმე იყო.