ფიცოზე თავდამსხმელს შესაძლოა სამუდამო პატიმრობა მიუსაჯონ

სლოვაკეთის პრემიერმინისტრზე, რობერტ ფიცოზე თავდამსხმელს, მწერალ და აქტივისტ იულაი ცინტულას შესაძლოა სამუდამო პატიმრობა მიუსაჯონ.
ცინტულას, რომელმაც ფიცოს ცეცხლსასროლი იარაღიდან 5-ჯერ ესროლა, შურისძიების მიზნით განზრახ მკვლელობაში ედება ბრალი. მუხლი 25 წლიდან სამუდამომდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ს პრემიერმინისტრი, რობერტ ფიცო სტაბილურ, მაგრამ მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. ინფორმაციას დასავლური მედია ექიმებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ფრანკლინ რუზველტის საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის თქმით, 59 წლის ფიცო, რომელსაც ქალაქ ჰანდლოვაში ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს, 5-საათიანი ოპერაციის შემდეგ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია გადაყვანილი.
კლინიკის დირექტორის თქმით, სლოვაკეთის პრემიერის მდგომარეობა “ნამდვილად ძალიან სერიოზულია”.