ფიშერი: ჩემი გაწვევა პროტესტია ოცნების მთავრობის დეზინფორმაციაზე გერმანიისა და EU-ის მიმართ

ფედერალურმა საგარეო საქმეთა მინისტრმა კონსულტაციებისთვის გამომიძახა. ეს არის ოფიციალური დიპლომატიური ნაბიჯი, რათა გამოიხატოს უკმაყოფილება საქართველოს მთავრობის იმ ქმედებების მიმართ, რამაც კრიზისი გამოიწვია გერმანია-საქართველოს ურთიერთობებში, ასევე პროტესტი საქართველოს მთავრობისა და “ქართული ოცნების” მხრიდან გერმანიის, ევროკავშირისა და პირადად ჩემ წინააღმდეგ მიმართული მუდმივი დეზინფორმაციისა და წაქეზების გამო.