ფიშერი: ნაცისტურ გერმანიასთან დაკავშირებული შედარებების გამოყენება მორალურად არასწორია

საქართველოში გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი X-ზე პოსტით ეხმაურება ქართული ოცნების პრემიერის ირაკლი კობახიძის მიერ ევროპელ პარტნიორებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.
ის წერს, რომ ნაცისტურ გერმანიასთან დაკავშირებული ტერმინების გამოყენება მორალურად არასწორია.
“ვიმეორებ იმას, რაც აქ უკვე მანამდე განვაცხადე, გერმანია ეწინააღმდეგება ნაცისტურ გერმანიასთან დაკავშირებული ტერმინებისა და შედარებების გამოყენებას, რომლებიც ისტორიულად, პოლიტიკურად და მორალურად არასწორია, რადგან ისინი ამცირებენ მსხვერპლთა ღირსებას და ქმნიან ცრუ შთაბეჭდილებებს”, – წერს ელჩი X-ზე.
ქართული ოცნების პრემიერმა დღეს ეუთო/ოდირის განცხადების შეფასებისას თქვა, რომ “გებელსისეული პროპაგანდის გაგრძელებაა სამარცხვინო ტყუილები და განცხადებები, რასაც ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან ვისმენთ”.