ფიშერი: ზაარბრიუკენი-თბილისის პარტნიორობა საქართველოს დემოკრატიის უკუსვლის გამო ზარალდება

გერმანია ქართველ ხალხთან კავშირების განვითარებას გააგრძელებს, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი წერს.
“ამ დღეს 50 წლის წინ გაფორმდა ზაარბრიუკენისა და თბილისის დამეგობრების პარტნიორობა – რომელიც ხალხს აკავშირებს. დღეს ის ზარალდება საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის გამო, რაც გერმანიამ და ევროკავშირმა დაადასტურეს. გერმანია გააგრძელებს საქართველოს ხალხთან კავშირების გაღრმავებას”, – წერს ფიშერი.