ფიშერი: გერმანიის საგარეო მინისტრთან საქართველოში არსებული დასაძრახი ვითარება განვიხილე

საქართველოში გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი X-ზე წერს, რომ საქართველოში არსებული დასაძრახი ვითარება გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად განიხილა.
“მე და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა საქართველოში არსებული დასაძრახი ვითარება განვიხილეთ. მან მთხოვა, გავაგრძელო გერმანიის სახელით კომუნიკაცია სიცხადით, ღირსებითა და სიმტკიცით”, – წერს პიტერ ფიშერი X-ზე.
Foreign Minister Johann Wadephul @AussenMinDE and I discussed the the reprehensible situation in . He asked me to continue communicating for with clarity, integrity & firmness.
Thank you, Minister
It’s nice to be & pic.twitter.com/rkfjGex3yg— Peter Fischer (@Diplo_Peter) September 11, 2025
მანამდე, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გერმანიის ელჩისგან მხარდაჭერილი ტიტუშკები თავს დაესხნენ ქართული ოცნების თბილისის შტაბს.