გერმანიის ელჩმა საქართველოში, პიტერ ფიშერმა განაცხადა, რომ გერმანია საქართველოსთან მიმართებაში დამატებთ ფინანსურ ვალდებულებებს აღარ აიღებს.
ამასთანავე, მისი თქმით, აშშ-ის შემდეგ, გერმანულმა სამხედრო ძალებმაც გააუქმეს მონაწილეობა “ღირსეული პარტნიორების” წვრთნებში.
სიტყვით გამოსვლისას მან ასევე აღნიშნა, რომ ევროპულმა საბჭომ, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესი, ხელისუფლებების ანტიდასავლური ქმედებების გამო შეაჩერა. ასე, რომ ეს გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა.
“ევროპული საბჭო ევროკავშირში გადაწყვეტილების მიღების ყველაზე მაღალი ორგანოა, მასზე მაღლა არავინ დგას, მას არანაირი გლობალური ომის პარტია არ მართავს. სწორედ ევროპული საბჭო წყვეტს ვინ შეუერთდება გაერთიანებას, ხოლო მათ გადაწყვიტეს, რომ შეეჩერებინათ საქართველოს გაწევრიანების პროცესი. ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან ჩვენ საკმაოდ პოზიტიური მიზნისკენ ვისწრაფოდით. მაგრამ ეს არა ევროკავშირის, არამედ საქართველოს მთავრობის ქმედების ბრალია.
