ფიშერის საქმიანობაზე კითხვები საქართველოს კანონის დამრღვევ გერმანელ დეპუტატს აქვს

„ქართული ოცნება“ გერმანიის ელჩს საქართველოში ექსტრემიზმის წახალისებაში ადანაშაულებს და მიესალმება, რომ ულტრამემარჯვენე ოპოზიციური პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) პეტერ ფიშერის საქმიანობით დაინტერესდა. გერმანიის კონსტიტუციის დაცვის ფედერალური ოფისის მიერ „მემარჯვენე ექსტრემისტული ტენდენციების“ მატარებლად თავად AfD არის მიჩნეული.
„ყველა ძალიან კარგად ხედავს, რომ გერმანიის ელჩი პირდაპირ არის ჩართული პოლიტიკურ საქმიანობაში, რაც არის ვენის კონვენციის დარღვევა, ყველა სტანდარტის დარღვევა. ძალიან კარგია, რომ ყველაზე რეიტინგულმა გერმანულმა პარტიამ გამოხატა ინტერესი ამ ყველაფრის მიმართ. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. დანარჩენი ყველაფერი არის აბსოლუტურად ცხადი, არ შეიძლება ელჩი ასე იქცეოდეს იმ ქვეყანაში, სადაც ის წარმოადგენს საკუთარ სახელმწიფოს“, — განაცხადა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ.
თბილისის მერმა მ თქვა, რომ გერმანიის ელჩი საქართველოში „დიპლომატიური სამსახურის გარდა, ყველაფერს აკეთებს“
რა ხდება?
„ალტერნატივა გერმანიისთვის“ ფრაქციამ ბუნდესტაგში ფედერალურ მთავრობას საქართველოში გერმანიის ელჩ პეტერ ფიშერის საქმიანობასთან დაკავშირებით სადეპუტატო კითხვებით მიმართა.
AfD-ს აინტერესებს:
· ფედერალური მთავრობის ინფორმაციით, მართალია თუ არა, რომ პეტერ ფიშერმა, მაღალი ღირებულების ქონება იქირავა ქართული ოპოზიციის ლიდერის მამუკა ხაზარაძისგან?
· რომელ ოპოზიციურ ჯგუფებსა და ოპოზიციურ პოლიტიკოსებს შეხვდა გერმანიის ელჩი საქართველოში ბოლო ათი კვირის განმავლობაში?
· არსებობდა თუ არა ამ შეხვედრების კონკრეტული საფუძვლები და თუ კი, რომელი?
· რა იყო ზემოაღნიშნული შეხვედრების მიზნები?
· რა თემები განიხილეს ამ შეხვედრებზე?
· რა მიზეზების გამო გაიმართა ეს შეხვედრები საქართველოში ადგილობრივი ს ჩატარებამდე რამდენიმე კვირით ადრე?
· რამდენჯერ შეხვდა გერმანიის ელჩი საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს ბოლო თორმეტი კვირის განმავლობაში?
შეკითხვის ავტორები არიან დეპუტატები: უდო თეოდორ ჰემელგარნი, გეროლდ ოტენი, ჰაინრიხ კოხი, იან ვენცელ შმიდტი, უვე შულცი, შტეფან კეუტერი და AfD-ის ფრაქცია.
შტეფან კეუტერს დარღვეული აქვს საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ — 2019 წელს ოკუპირებულ აფხაზეთში „არჩევნებზე დამკვირვებლად“ იმყოფებოდა. ის აფხაზეთში ისე ჩავიდა, რომ თბილისის ნებართვა არ ჰქონია.
ის ამავდროულად ს მიერ ოკუპირებული და ანექსირებული კიდევ ერთი რეგიონის, „ს მეგობართა ლიგის“ წევრია. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მაშინ აცხადებდა, რომ გერმანიის წარმომადგენლები წინასწარ იყვნენ გაფრთხილებულნი, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლით დაარღვევდნენ როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო კანონმდებლობას.
„ეს გახლავთ ულტრამემარჯვენე პარტია, იმყოფებიან რუსული გავლენის ქვეშ, რასაც ისიც მოწმობს, რომ დაფინანსება მათი ვიზიტისა ს რეგიონში განხორციელდა რუსული მხარის მიერ“, — თქვა 2019 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.
დღეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება „ალტერნატივას გერმანიისთვის“ რუსული გავლენის პარტიას აღარ უწოდებს და მას „პატრიოტულ ძალად“ აფასებს.
უდო თეოდორ ჰემელგარნმა რუსეთის გავლით, დიპლომატიური პასპორტით იმოგზაურა ანექსირებულ ყირიმში და ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა, რამაც ში პროტესტი გამოიწვია.
„ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) არის ულტრამემარჯვენე პოლიტიკური პარტია, რომელიც 2013 წელს დაარსდა და მზარდი პოპულარობით სარგებლობს გერმანიაში. AfD გამოირჩევა ევროსკეპტიკური, ნაციონალისტური, ისლამოფობიური და პრორუსული პოზიციებით. „ალტერნატივა გერმანიისთვის“ და მისი წევრების მიერ ევროპარლამენტში დაფუძნებული პოლიტიკური ჯგუფი „სუვერენულ ერთა ევროპა“ (ESN) მხარს უჭერენ „ქართული ოცნების“ ნარატივებს და რეზოლუციებითა და განცხადებებით ექომაგებიან საქართველოს მთავრობას როგორც ევროპარლამენტში, ისე ბუნდესტაგში.
გარდა იმისა, რომ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, არ ემხრობიან ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას. მაგალითად, „სუვერენულ ერთა ევროპის“ (ESN) პოლიტიკურ ჯგუფს ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში ინიციირებული ჰქონდა შესწორება, რომ „ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას“.
ამ თემაზე:
კობახიძე ევროპარლამენტში პრორუსული ჯგუფის რეზოლუციის პროექტს პროქართულს უწოდებს
ბუნდესტაგში “ოცნებას” პრორუსული პარტია გამოექომაგა
ვინ არიან და რა პოლიტიკური წონა აქვთ „ოცნების“ თანამოაზრეებს ევროპარლამენტში?

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი სამხარაძე – თუ ვინმეს აქვს ილუზია, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე და მოქმედი ხელმძღვანელობა, სასწორზე დადებს ქვეყნის მომავალს კონკრეტული პიროვნებების მიერ გაფუჭებული საქმეების მისაჩქმალად, ძალიან ცდება!

გია ვოლსკი – თუ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში გამოვლენილია ყოფილი თუ დღევანდელი თანაგუნდელი, მით უმეტეს, მაღალი თანამდებობის პირი, ეს ჩვენთვის ტრაგედიაცაა – არანაირი კორუფცია, არანაირი გამდიდრება, არავითარი დანდობა!