ფიქრია ჩიხრაძე – მიქანაძე უნდა დაიბარონ, როგორც დანაშაულების შემსრულებელი და არა დამბრალებელი – ის, ბოჭორიშვილიც უსამართლო მანქანის ჭანჭიკები არიან, უნდათ ფინანსურად იყვნენ უზრუნველყოფილი – ველოდებით ბრალის დამძიმებას

ხელისუფლებას იმის მეტი სათქმელი არ აქვს, თუ რა ხდებოდა 13 წლის წინ. ს კომისია არის ე.წ. სტანოკი რეპრესიებისთვის. მას სხვა დანიშნულება არ აქვს. ვინ უშლიდა ხელს 13 წლის განმავლობაში გამოძიებას? ეს არის პირდაპირ ბიძინას შურისძიების ანარეკლი… ეს არის რეჟიმი, თუმცა დამფრთხალი რეჟიმი, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ფიქრია ჩიხრაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში პოლიტიკური ვითარება სულ უფრო მძიმდება და სამწუხაროდ, ქვეყანაში მეორდება ის პროცესები, რაც 100 წლის წინ მოხდა. ჩიხრაძის შეფასებით, ასეთ რთულ დროს ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლ ადამიანების ადგილი შეიძლება საპატიმრო აღმოჩნდეს.
„ასეთ რთულ ვითარებაში, რომელიც საქართველოში შეიქმნა, საქართველოს ჰყავს პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც მზად არიან იბრძოლონ და საქართველოს თავისუფლება არ დაუთმონ იმათ, ვინც განიზრახეს, მიღწეული თავისუფლება ისევ მტერს ჩააბარონ. დღეს, პრაქტიკულად, იგივე პროცესები ხდება, რაც 100 წლის წინ. პრაქტიკულად, პოლიტიკური ოკუპაციის მდგომარეობაში ვართ. ასეთ დროს ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლ ადამიანების ადგილი შეიძლება იყოს საპატიმრო. ჩვენ მზად ვართ ამ პასუხისმგებლობისთვის. დღევანდელი პოლიტიკური პროცესების გამოკვეთილი ლიდერები არიან საპატიმროში. ისინი მხნედ გრძნობენ თავს.
ჩვენ კარგად გვახსოვს წინა ხელისუფლების დროს როგორ დაიხურა სასამართლოს დარბაზები, რასაც „ქართული ოცნება“ აკრიტიკებდა – სასამართლო ხალხისთვის ღია უნდა იყოსო. სასამართლოში არის საშინელი უსამართლობა, ცილისწამების ნიაღვარი. მათ შეიძლება კამერები დახურონ, მაგრამ ვერ დახურავენ სიმართლეს“, – განაცხადა მან.
რაც შეეხება შეკითხვას, რამდენად შეიძლება ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმეებიც ვიხილოთ, ჩიხრაძემ განაცხადა, ისინი მზად არიან ბრალის დამძიმებისთვის. პოლიტიკოსი იხსენებს, რომ ს ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება, „სწორედ ოპოზიციური სპექტრის განადგურება იყო“.
„ჩვენი ლიდერების მეორედ დაბარება მათი უფრო დიდი ხნით დაკავებით საშუალებას იძლევა. ჩვენ ველოდებით ბრალის დამძიმებას. ისინი იმ გზას მიუყვებიან, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა წინასაარჩევნო პერიოდში გააჟღერა. ის არ ასრულებს იმ პირობას, რომელიც საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად მისცა, ივანიშვილი ასრულებს მხოლოდ იმ დაპირებებს, რომლებიც ეხება პოლიტიკურ რეპრესიებს. ის ამაში საკმაოდ თანმიმდევრულია. მან წინასაარჩევნოდ განაცხადა, რომ პოლიტიკური ოპოზიციის განადგურებას აპირებდა. მათ ვერ მიიღეს საკონსტიტუციო უმრავლესობა და ვერ ახერხებენ ამას კონსტიტუციის საშუალებით. რეპრესიებს ატარებენ საგამოძიებო კომისიის საშუალებით.
რაც შეეხება საგამოძიებო კომისიაში გივი მიქანაძისა და მაკა ბოჭორიშვილის დაბარებას, ფიქრია ჩიხრაძემ აღნიშნა, რომ საქმე გვაქვს „გამრუდებულ რეალობასთან“, რადგან სწორედ მიქანაძე უნდა დაიკითხოს როგორც დამნაშავე და არა, როგორც დანაშაულის დამბრალებელი.
„საგამოძიებო კომისიაში გივი მიქანაძე დაბარებული უნდა იყოს, როგორც დანაშაულებრივი საქმეების შემსრულებელი და არა, როგორც დანაშაულის დამბრალებელი. ან მაკა ბოჭორიშვილს რა აქვს სათქმელი. ასეთი გამრუდებული რეალობა გვაქვს დღეს. ისინი ყველა ერთი უსამართლო მანქანის ჭანჭიკები არიან. როდესაც მათ „მონას“ ეძახიან, სწყინთ, თუმცა ამავდროულად „ლაქშერი“ ცხოვრებას ეწევიან. მათი მთავარი მოტივაცია არის მუდმივად ფინანსურად იყონ უზრუნველყოფილი, თუნდაც იმის ხარჯზე, რომ საქართველო უფსკრულში გადაიჩეხოს. ასეთი მორალის ხალხი არის დღეს ხელისუფლებაში.
ჩვენ ახლა სერიოზულ გზაგასაყარზე ვიმყოფებით. ეს უკვე აღარ არის დემოკრატიული საფუძვლების შერყევა, ის დიდი ხანია მოიშალა. ივანიშვილმა უარი თქვა დემოკრატიაზე, გადააბიჯა საქართველოს კონსტიტუცია და ქვეყანა შეაბრუნა ს მიმართულებით“, – განაცხადა მან.