ფიქრია ჩიხრაძე – გაქცეული საჭის მდგომარეობაში ვართ, როცა მანქანა აქეთ-იქით ეხეთქება, რადგან მძღოლს არც კვალიფიკაცია, არც პასუხისმგებლობა გააჩნია და არც პასუხი მოუთხოვია ვინმეს მისთვის

ვერცერთ ჯერზე ვერ მოვახერხეთ, რომ საკადრისი პასუხი გასცემოდა ადამიანებს, ან იმ უწყებებს, რომლებიც უგულისყუროდ ეკიდებიან თავიანთ მოვალეობებს – ჩვენ რომ გვენახა სამართლიანი გამოძიება მანამდე მომხდარ ტრაგედიებთან დაკავშირებით და დაგვენახა უწყებები, რომლებიც რეალურად აიღებდნენ პასუხისმგებლობას და არა მოჩვენებითად, ეს არ მოხდებოდა, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრმა ფიქრია ჩიხრაძემ, პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც ბათუმში მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ეს საკითხიც პოლიტიკურია, რადგან ქვეყანაში სოციალურ უსაფრთხოებას მმართველი პარტია ვერ უზრუნველყოფს.
„ვერცერთ ჯერზე ვერ მოვახერხეთ, რომ საკადრისი პასუხი გასცემოდა ადამიანებს, ან იმ უწყებებს, რომლებიც უგულისყუროდ ეკიდებიან თავიანთ მოვალეობებს. ამ დღეების განმავლობაში ვისმენდით, რომ ეს კერძო კომპანიის ტერიტორიაა. სახელმწიფო უწყებების თანამშრომლები, რომლებიც ამას ამბობდნენ, სურდათ კერძო კომპანია გაეთავისუფლებინათ პასუხისმგებლობებისგან, მაგრამ კერძო კომპანიაც რომ უნდა ასრულებდეს თავის ვალდებულებასაც და სახელმწიფოც, ამაზე არავინ ლაპარაკობს.
ახლა გაქცეული საჭის მდგომარეობაში ვართ, როდესაც მანქანა აქეთ-იქით ეხეთქება იმიტომ, რომ მძღოლს არც კვალიფიკაცია და არც პასუხისმგებლობა გააჩნია და არც პასუხი მოუთხოვია ვინმეს მისთვის. ჩვენ რომ გვენახა სამართლიანი გამოძიება მანამდე მომხდარ ტრაგედიებთან დაკავშირებით და დაგვენახა უწყებები, რომლებიც რეალურად აიღებდნენ პასუხისმგებლობას და არა მოჩვენებითად, როგორც ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ იქ კახა კალაძის ინტერესები იყო, ეს არ მოხდებოდა. ამ შემთხვევაში ს სამშენებლო კომპანიის ინტერესებია და ც, რიჟვაძეც და ყველა მას უნდა გადაეფაროს. ესეც ტრაგედიაა, რომ ამ ტერიტორიას – „ოცნების ქალაქი“ ჰქვია, ასეთი ოცნება შეუქმნა მმართველმა პარტიამ თავიანთ მოსახლეობას“,- განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
რაც შეეხება სხვა საკითხებს, პოლიტიკოსი მიუნხენში გამართულ უსაფრთხოების კონფერენციასაც გამოეხმაურა, რომელსაც საქართველოს მე-5 პრეზიდენტი ესწრებოდა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის მიზანია, რომ ქვეყნის 30 წლიანი მიზანი, რომელსაც ათეულით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, შეიცვალოს, რადგან საქმე მის ფინანსურ ინტერესებს ეხება.
„წარმოუდგენელია, კონტინენტის დემოკრატიული სამყარო, მათ შორის არადემოკრატიულიც უსაფრთხოების გამოწვევებზე საუბრობდნენ და იქ ჩვენი ხელისუფლება წარმოდგენილი არ არის.
ჩვენ სალომე ზურაბიშვილს მივიჩნევთ ქვეყნის ლეგიტიმურ წარმომადგენლად და კიდევ კარგი, რომ ეს მოცემულობა გვაქვს, თორემ საერთაშორისო პროცესებისგან იგნორირებული და მოწყვეტილი ვიქნებოდით.
სახელმწიფოები თავისი ბედის გადაწყვეტაში თავად უნდა მონაწილეობდნენ, მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა სხვა გზა განუსაზღვრა საქართველოს, მას იმედი აქვს, რომ მსოფლიოს ტურბულენტურ პირობებში ზესახელმწიფოებთან დალაგება მოხდება და და , ტრამპი და პუტინი გავლენის სფეროებზე მოილაპარაკებენ და იქნებ საქართველო, რადგან აქ ბიძინა ივანიშვილის პირადი ფინანსური ინტერესია, რუსული გავლენის ქვეშ მოექცეს.
თუ ბიძინა ივანიშვილს გაუვიდოდა ორმაგი თამაში, რომ თან პუტინის მოკავშირე ყოფილიყო – დანაშაულებრივ სქემებში და ამავდროულად ერთგვარი მინიმალური აღიარების მქონეც ყოფილიყო დასავლეთში, რა თქმა უნდა, საკუთარი ამომრჩევლებს მოატყუებდა.
ივანიშვილის მიაჩნია, რომ საქართველოს არჩევანი, რომელსაც თაობები ეწირებოდა და ამ გზის სათავეში, რომელსაც ილია ჭავჭავაძე, ვაჟა ფშაველა, 24 წლის აჯანყებულები, 37 წელს დახვრეტილი ქართული გონება და სულიერება, ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესიის თავკაცები, ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა, 9 აპრილის დაღუპულები ედგნენ, 30 წლის განმავალობაში ავად თუ კარგად საქართველო ამ გზით მოდიოდა.
კითხვა უნდა დავსვათ, ბიძინა ივანიშვილისა და იმ კლანის გარდა, რომელიც „ოცნებაშია“ წარმოდგენილი, ვინ, რა სარგებელი ნახა ამ 12 წლის განმავლობაში“, – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.