ფიქრია გოგოლაძე: ვინც ბესო ხარძიანის წამებას ხელი მოაწერა პატივდებული და დაფასებული გახლავთ… და იგი 2019 წლიდან უვადო მოსამართლედ განწესდა!

“2011 წელს ბესო ხარძიანი დაიჭირეს ნარკოტოკებზე. იძახა კაცმა და მისმა ადვოკატებმა სასამართლოზე, რომ ,,ნარკოტიკი კი არა, ჩემი ქონების წართმევა უნდა ხელისუფლებას, ნუ ჩამაგდებთ იმ კაციჭამიების ციხეში და გამიშვითო” სასამართლოზე. იჯდა ეს მოსამართლე და ხარძიანს კი არა, პროკურორებს შესციცინებდა თვალებში. გაუშვა ის კაცი ციხეში, აწამებინა, წაართმევინა ყველაფერი, ისე რომ სინდისი თუ არსებობდა, არც უფიქრია.
დღეს პარლამენტში, უკვე მოკლული ხარძიანის ვაჟი ყვებოდა თუ რა გადაიტანეს და ყვებოდა მეასედ ალბათ.
ხოლო ის, ვინც ბესო ხარძიანის წამებას და უბედურებას ხელი მოაწერა პატივდებული და დაფასებული გახლავთ სამიდღემჩიოდ.
ეს მოსამართლე ლელა ნოზაძეა და იგი 2019 წლიდან უვადო მოსამართლედ განწესდა!
როგორი ყალბია ყველაფერი!” – წერს სოციალურ ქსელში პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ფიქრია გოგოლაძე.