ფიფას მე-17 პუნქტი – “კვარას” “ნაპოლიდან” თავის დაღწევის საშუალება

SKY-ს საფეხბურთო მიმომხილველმა ფრანჩესკო მოდუნომ რადიო Marte-ს ეთერში განაცხადა, რომ ს „ნაპოლისთან“ კონტრაქტის გახანგრძლივების ალბათობა არსებობს, მაგრამ ეს ქართველის მიერ გუნდის ფიფას რეგლამენტის მე-17 პუნქტით დატოვებას არ გამორიცხავს:
„მეკარე ალექს მერეტის შემთხვევაში მხარეები შეთანხმების მიღწევასთან ახლოს არიან. ეს ახლახან გამართულ შეხვედრაზე დადასტურდა და შესაძლებელია ახალი, 1+1 სისტემის ხელშეკრულება გაფორმდეს. რაც შეეხება კვარაცხელიას, თითქოს 80 მილიონ ევროდ გამოსყიდვის თაობაზე მორიგდნენ, რომელიც ყველას დააკმაყოფილებს. გვინდა ფეხბურთელი აღმოჩნდეს სიტუაციაში, რომლის შედეგად მაქსიმალურდ მშვიდად იგრძნობს თავს. ეს არ ნიშნავს, რომ ის აქ ჩამოსვლიდან
მესამე წელს აუცილებლად დარჩება, თუმცა თავის დაზღვევაა აუცილებელი. თეორიულად ხვიჩამ ასაბარგებლად შეუძლია ფიფას რეგლამენტის მე-17 პუნქტი გამოიყენოს. ასეა, ყველა თავის პოზიციას იცავს“.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით Areanapoli წერს: „ფიფას რეგლამენტის მე-17 პუნქტით 28 წლის ასაკამდე ფეხბურთელს კონტრაქტის გაფორმებიდან მესამე წელს აქვს გუნდის გამოცვლის ან პირობების გადახედვის მოთხოვნის უფლება. ამისათვის მან ბოლო ჩატარებული მატჩის შემდგომ არაუგვიანეს 15 დღის ვადაში საქმის კურსში უნდა ჩააყენოს კლუბი და სხვა ლიგაში გადასასვლელად შესაბამისი საკომპენსაციო თანხა გადაიხადოს. ამის სურვილის შემთხვევაში „კვარას“ მე-17 პუნქტის რეალიზაციის საშუალება 2025 წელს აქვს“.
აღსანიშნავია, რომ ფიფას მე-17 პუნქტს ძალიან წინააღმდეგობრივი ნიუანსები გააჩნია და ადვილად განსახორციელებელი სულაც არ არის, მაგრამ კლუბთან მიმართებაში ფეხბურთელს სამოქმედო არეალს უტოვებს.