“ფიტნეს აკადემიის” დამფუძნებლის, ვალიტა გორელჩანიკის განცხადებით, ფიტნეს ინსტრუქტორის პროფესიის შესწავლის მსურველთა რაოდენობა მკვეთრად გაზრდილია. ამის შესახებ მან BM.GE-სთან ისაუბრა.
ცნობისთვის, First Fitness Academy, პირველი საგანმანათლებლო დაწესებულებაა საქართველოში, რომელიც აკრედიტაციას ფლობს და სხვადასხვა მიმართულებით ფიტნეს ინსტრუქტორის პროფესიას შეასწავლის.
