ფინურმა სკოლებმა ლეპტოპები ტრადიციული ქაღალდის სახელმძღვანელოებით ჩაანაცვლეს

ფინეთის ქალაქ რიჰიმაკიში დაიწყეს სკოლებში სწავლების დიგიტალიზაციის გადახედვა და აპირებენ ტრადიციული სახელმძღვანელოები დააბრუნონ საგაკვეთილო პროცესში.
ბოლო დრომდე, ფინეთის ბევრი სკოლა 11 წლის ასაკიდან ყველა მოსწავლეს უფასო ლეპტოპებს ურიგებდა. რიიჰიმაკის საშუალო სკოლებმა საერთოდ შეწყვიტეს ქაღალდის სახელმძღვანელოების გამოყენება.
შედეგიც დადგა: ფინეთის განათლების სისტემამ მოიპოვა საერთაშორისო აღიარება ბოლო ათწლეულების განმავლობაში არა მხოლოდ მოსწავლეთა კარგი შედეგების გამო, არამედ კლასში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების სურვილის გამო.
თუმცა მასწავლებლებმა და მშობლებმა განგაში ატეხეს. მათი თქმით, ბავშვები ძალიან დიდ დროს ატარებენ ეკრანებთან – დღეში საშუალოდ ექვს საათამდე. გაჯეტების გამო ბავშვების უმეტესობა მოუსვენარობა დასჩემდა და დაკარგეს სწავლაზე კონცენტრაციის უნარი, რადგან ამავდროულად ისინი ცდილობენ თამაშს და კომუნიკაციას სოციალურ ქსელებსა და მესინჯერებში.
ახლა რიჰიმაკიში სტუდენტები უბრუნდებიან ქაღალდის სახელმძღვანელოებსა და რვეულებს. მივიდნენ დასკვნამდე, რომ ტრადიციული წერა აუმჯობესებს კოგნიტურ უნარებს, როგორიცაა მეხსიერება და სწავლა.
ფინეთი გეგმავს 2030 წლისთვის წიგნიერების მაჩვენებლით მსოფლიო ლიდერი გახდეს. ქვეყანაში ასევე განიხილება სმარტფონების სრულად აკრძალვა სკოლებში.