ფინეთში პირველი განაჩენი გამოიტანეს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების დარღვევისთვის

ფინეთში პირველი სასჯელი გამოუტანეს ბიზნესმენს ს წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების დარღვევისთვის. ამის შესახებ გამოცემა Helsingin Sanomat-ი იტყობინება.
სასამართლომ ესტონური წარმომავლობის საფრანგეთის მოქალაქეს, გაბრიელ ტემინს, რომელიც არის ფინური ლოგისტიკური და სასაწყობო კომპანიების, Luminor-ისა და Siberica-ს აღმასრულებელი დირექტორი, ცხრათვიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯა.
გამომძიებლების ვერსიით, კომპანიები, რომლებსაც ტემინი ხელმძღვანელობდა, რუსეთს აწოდებდნენ აღჭურვილობას, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს დრონების მშენებლობაში.
პროკურორები ტემინისთვის ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთას მოითხოვდნენ.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარემ წარმოადგინა მხოლოდ ირიბი მტკიცებულებები და არ დაადასტურა ბრალდებულის კომპანიების კავშირი რუსეთთან.
ამასთან, სასამართლომ დაადგინა, რომ ტემინი ჩართული იყო რუსეთის ტერიტორიის გავლით, საექსპორტო ნებართვის გარეშე, ყაზახეთში საქონლის გაყიდვაში. სასამართლომ ვერ აღმოაჩინა იმის მტკიცებულება, რომ ფინური კომპანიების პროდუქცია რუსეთში დარჩა.
ტემინი 1991 წლიდან მუდმივად ცხოვრობს ფინეთში. გასული წლის სექტემბრის შუა რიცხვებში ბიზნესმენი და მისი ორივე კომპანია -ის სანქციების სიაში მოხვდნენ. 2023 წლის 18 სექტემბერს სასამართლომ ბიზნესმენი დააკავა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი – ვგმობთ მოქალაქეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციური ფიგურების, მათ შორის გიორგი გახარიას წინააღმდეგ ძალადობას – ეს “ქართული ოცნების” რეპრესიული ტაქტიკის კიდევ ერთი მაგალითია, რომელიც ქვეყანას იზოლირებულს დატოვებს

„ქართული ოცნება“: ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებით წარმოჩინდება, რომ დიდი ბრიტანეთი „დიფ სთეითმა“, იგივე „გლობალურმა ომის პარტიამ“ მორიგ სათამაშოდ აქცია, როგორც უკრაინა, ლიეტუვა, ესტონეთი და ევროპარლამენტი