ფინეთში იძიებენ სანქციების გვერდის ავლით რუსეთისთვის დრონების მიწოდებას

ფინეთში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც აღიძრა სანქციების გვერდის ავლით სთვის სამი მილიონი ევროს პროდუქციის მიწოდებაზე, მათ შორის ორი მილიონი ევროს საერთო ღირებულების 3500 უპილოტო საფრენი აპარატისა. ამის შესახებ იტყობინება ფინეთის საბაჟოს ვებსაიტი.
უწყების თანახმად, სანქციების გვერდის ასავლელად შეიქმნა კომპანიების ქსელი, რომელიც რუსეთიდან იმართებოდა. ორი ფინური კომპანია დოკუმენტებს აფორმებდა ყაზახეთში ისეთი დრონებისა და ელექტრონიკის ექსპორტისთვის, რომელთა სამხედრო მიზნებისთვის გამოყენებაა შესაძლებელი. მაგრამ ეს საქონელი ყაზახეთის ნაცვლად რუსეთში იგზავნებოდა.
საქმეში არის კიდევ ერთი ეპიზოდი, რომელიც დრონების საწინააღმდეგო ტექნიკის მიწოდებასთანაა დაკავშირებული. დოკუმენტების მიხედვით, ის ასევე ყაზახეთში იგზავნებოდა რუსეთის გავლით, სინამდვილეში კი რუსეთში ხვდებოდა.
ორივე შემთხვევასთან დაკავშირებით დაკავებულია ერთი ადამიანი. კიდევ ხუთი ადამიანი ითვლება ეჭვმიტანილად. საბაჟო არ ამჟღავნებს ეჭვმიტანილების მოქალაქეობას ან საქმესთან დაკავშირებულ სხვა გარემოებებს.
როგორც საბაჟოს ცნობაშია ნახსენები, გამოძიება ჩატარდა ბრიტანეთის, -ისა და ნიდერლანდის ხელისუფლებებთან, ასევე ევროპის პოლიციის უწყებასთან, ევროპოლთან, თანამშრომლობით.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი – ვგმობთ მოქალაქეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციური ფიგურების, მათ შორის გიორგი გახარიას წინააღმდეგ ძალადობას – ეს “ქართული ოცნების” რეპრესიული ტაქტიკის კიდევ ერთი მაგალითია, რომელიც ქვეყანას იზოლირებულს დატოვებს

„ქართული ოცნება“: ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებით წარმოჩინდება, რომ დიდი ბრიტანეთი „დიფ სთეითმა“, იგივე „გლობალურმა ომის პარტიამ“ მორიგ სათამაშოდ აქცია, როგორც უკრაინა, ლიეტუვა, ესტონეთი და ევროპარლამენტი