ფინეთს სურს, შესაძლებელი გახადოს თავშესაფარზე უარის თქმა რუსეთის მხრიდან ქვეყანაში შესულთათვის

ფინეთი აპირებს, შემოიღოს დროებითი კანონმდებლობა, რომელიც შესაძლებელს გახდის, თავშესაფარზე უარი უთხრან იმ პირებს, რომლებიც ქვეყანაში ს მხრიდან შედიან, განაცხადა ფინეთის მთავრობამ.
ფინეთმა გასული წლის ბოლოს რუსეთთან 1340-კილომეტრიან საზღვარზე ყველა სასაზღვრო-გამშვები პუნქტი ჩაკეტა, როცა დრამატულად იმატა ფინეთში რუსეთის მხრიდან შესვლის მსურველ მიგრანტთა რიცხვმა.
მაგრამ ზოგიერთი თავშესაფრის მაძიებელი კვლავაც ახერხებს ქვეყანაში შესვლას. ფინეთის მთავრობა ფიქრობს, რომ მათი რაოდენობა მნიშვნელოვნად შეიძლება გაიზარდოს ამინდის დათბობასთან ერთად. ჰელსინკი მოსკოვს ბრალს სდებს, რომ ის განზრახ ატარებს მიგრანტებს ფინეთის საზღვრისკენ.
რუსეთ-ფინეთის ურთიერთობები მკვეთრად გაუარესდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა ში სრულმასშტაბიანი შეჭრა განახორციელა 2022 წლის თებერვალში. ფინეთმა უარი თქვა ნეიტრალიტეტის პოლიტიკაზე და ნატოში გაწევრიანდა. მოსკოვი აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება უშედეგოდ არ დარჩება. ამასთან, რუსეთი უარყოფს, რომ მიგრაციას ფინეთზე ზეწოლისთვის იყენებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – მივიღეთ გადაწყვეტილება, მერაბ დვალიშვილზე, ისევე, როგორც ილია თოფურიაზე, რომელმაც საქართველოს UFC-ის ჩემპიონის პირველი ტიტული მოუტანა, გავცეთ ფულადი ჯილდო თითოეულზე მილიონი ლარის ოდენობით