ფინეთს სურს დააკავოს ნავთობის ტანკერი, რომელმაც, როგორც ვარაუდობენ, წყალქვეშა ელექტროსადენი დააზიანა

ფინეთის ელექტროენერგიის ქსელის სახელმწიფო კომპანია (Fingrid) ცდილობს, ოფიციალურად დააკავოს ნავთობის ტანკერი, რომელმაც, როგორც ვარაუდობენ, გასულ თვეში ელექტროკაბელი დააზიანა ბალტიის ზღვაში.
გავრცელებულ განცხადებაში Fingrid-ი ამბობს, რომ ჰელსინკის საოლქო სასამართლოში შეიტანა თხოვნა ტანკერ Eagle S-ის დაკავებაზე, რათა უზრუნველყოს თავისი ფინანსური განაცხადი ზიანზე, რომელიც წყლის ქვეშ Estlink 2-ის კაბელის დაზიანებას მოჰყვა.
ელექტროკაბელი, რომელიც ფინეთსა და ესტონეთს აკავშირებდა ერთმანეთთან, 25 დეკემბერს მოულოდნელად გაითიშა ქსელიდან, სატელეკომუნიკაციო ხაზებთან ერთად. ტანკერი Eagle S ფინეთის ხელისუფლებამ დააკავა და ამჟამად, სანამ გამოძიება მიმდინარეობს, ის ფინეთის წყლებში იმყოფება, ბალტიის ზღვაში.
Fingrid-3 3 იანვარს ახალ გამოძიებას დაიწყებს, ელექტროსადენის დაზიანების მასშტაბის დასადგენად და შეკეთების სამუშაოების დასაწყებად – წერს “ფრანს-პრესი”.
გამომძიებელთა თქმით, მათ ათობით კილომეტრის არეალზე აღმოაჩინეს ტანკერის კვალი, რომელიც მოწმობს, რომ ხომალდმა თავისი ღუზა ათრია – მაგრამ საკუთრივ ღუზა ჯერ ნაპოვნი არ არის.
ფინეთის საბაჟო სამსახურის ვარაუდით, Eagle S, რომელმაც გეზი ს პორტიდან აიღო, არის ჩრდილოვანი ფლოტის ნაწილი – ამ ფლოტს იყენებენ, რათა თავი აარიდონ რუსეთის ნავთობისთვის დაწესებულ სანქციებს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სარჯველაძე ჩანაცვლებით თერაპიაზე – ყველა ბენეფიციარმა, ვინც მოგვმართა, ნორმალურ პირობებში მიიღო სერვისი – ინციდენტებსაც ჰქონდა ადგილი, რაც მეტყველებს, რომ კერძო სექტორში მიწოდებული სერვისი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა

„ნაციონალური მოძრაობა“ – სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ არასამთავრობო ორგანიზაციების ყველა იმ წევრს, რომლებსაც დღეს ივანიშვილის მარიონეტებმა ახალი რეპრესიების ტალღა დაუანონსეს

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – ანტიკორუფციული ბიურო დღეს „ქართული ოცნების” კორუფციის მთავარ მცველად არის ქცეული – ხელისუფლებიდან ივანიშვილის ბანდის განდევნის შემდეგ გავაუქმებთ ქვეყნისა წინააღმდეგ მიმართულ ყველა საკანონმდებლო ნორმას