ფინეთმა უკრაინის დახმარების 159 მილიონი ევროს ღირებულების პაკეტი გამოაცხადა

ფინეთმა უკრაინისთვის მორიგი სამხედრო დახმარება გამოაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ფინეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების ცნობით, უკრაინის თავდაცვის 24-ე მხარდაჭერის პაკეტი ჰელსინკს, დაახლოებით, 159 მილიონი ევრო დაუჯდება. გადაწყვეტილება მთავრობის რეკომენდაციით რესპუბლიკის პრეზიდენტმა მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია სამხედრო ტექნიკის მიწოდებაზე.
„ოპერაციული მიზეზების გამო და დახმარების უსაფრთხო მიწოდების უზრუნველსაყოფად, დამატებითი ინფორმაცია არ იქნება მოწოდებული დახმარების კონკრეტული შემადგენლობის, მიწოდების მეთოდის ან გრაფიკის შესახებ“, – აღნიშნულია ფინეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციაში.
უწყების განცხადებით, ფინეთი მზად არის, მხარი დაუჭიროს ს გაუმართლებელი აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში.
„საუბარია არა მხოლოდ უკრაინას, არამედ, ბოლოს და ბოლოს, ყველა თავისუფალი ხალხის არსებობის უფლების საკითხზე“, – განაცხადა ფინეთის თავდაცვის მინისტრმა, ანტი ჰაკანენმა.
ფინეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის მიერ უკრაინისთვის მიწოდებული თავდაცვითი საშუალებების ჯამური ღირებულება 2.2 მილიარდ ევროს შეადგენს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – 26 ოქტომბრიდან ჩვენს დასავლელ პარტნიორებს აღარ ექნებათ ის უხერხულობა, რაც დღეს აქვთ – მომავალ პროდასავლურ ხელისუფლებასთან კიდევ უფრო აქტიურ ნაბიჯებს გადადგამენ ეკონომიკური, სოციალური თუ უსაფრთხოების კუთხით

მიხეილ სააკაშვილი – მაქვს მოწოდება, შევქმნათ არჩევნების მოხალისეების ინსტიტუტი – თუ ივანიშვილი დარჩა, რუსეთი ისე გადაგვსანსლავს, ისე გაგვანადგურებს და ძვლებში გადაგვტეხავს, როგორც არასდროს გაუკეთებია ისტორიაში