ფინეთმა უკრაინას თითქმის 200 მილიონი ევროს დახმარების ახალი პაკეტი გამოუყო

ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრე სტუბმა დაამტკიცა გადაწყვეტილება, რომელიც თითქმის 200 მილიონი ევროს მოცულობის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფას ითვალისწინებს. ამის შესახებ ქვეყნის ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ანტი ჰიაკკიანენმა განაცხადა.
“ჩვენ ზუსტად ისეთ მხარდაჭერას აღმოვუჩენთ, რომელიც ს ფრონტზე მწვავე სიტუაციაში თავის დაცვაში დაეხმარება. ჩვენზე, ევროპელებზეა დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება უსაფრთხოება ევროპაში. უკრაინის დამოუკიდებლობისა და თავდაცვისუნარიანობის უზრუნველყოფა ახლა მთელი ამ საქმის არსებითი ნაწილია”,-განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ცნობილია, რომ ეს უკვე ფინეთის მიერ უკრაინისთვის გადაცემული სამხედრო ტექნიკის 27-ე პარტიაა. ამ პარტიის ფარგლებში ფინეთის მიერ გამოყოფილი აღჭურვილობის ღირებულება დაახლოებით 198 მილიონ ევროდ არის შეფასებული.

მთლიანობაში კი ნატოს წევრმა ფინეთმა რუსეთთან ომში მყოფ უკრაინას 2.5 მილიარდი ევროს სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა გადასცა.
ნოემბრის ბოლოს დანიის, ს, ფინეთის, ლატვიის, ნორვეგიის, პოლონეთის, შვედეთისა და ფინეთის ლიდერებმა პირობა დადეს, რომ მეტ საბრძოლო მასალას მიაწოდებდნენ და კიდევ უფრო გააძლიერებდნენ უკრაინის მხარდაჭერას.