ფინეთის ხელისუფლებამ დააკავა გემი, რომელმაც, სავარაუდოდ, ბალტიის ზღვაში ჰელსინკსა და ტალინს შორის მდებარე მონაცემთა კაბელი დააზიანა. დაკავებულია ეკიპაჟის 14 წევრიც, მათ შორის, საქართველოს, სულ მცირე, ერთი მოქალაქეც. ჯერჯერობით უცნობია, თუ საქართველოს ზუსტად რამდენი მოქალაქე იმყოფებოდა გემზე.
გემი რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგიდან ისრაელში, ჰაიფასკენ მიემართებოდა.
ფინეთის ოფიციალური პირების ინფორმაციით, ეკიპაჟის წევრები საქართველოს, რუსეთის, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის მოქალაქეები არიან.




