ფინეთი უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერია – ელინა ვალტონენი

ახლო აღმოსავლეთის კრიზისი, რომლის ესკალაციაც ევროკავშირში დიდ შეშფოთებას იწვევს და უკრაინის დახმარება – ეს ის საკითხებია, რომლებზე მსჯელობასაც ბრიუსელში შეკრებილი საგარეო საქმეთა მინისტრები გეგმავენ.
ფინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, ელინა ვალტონენის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი უკრაინის მხარდაჭერის საკითხში მტკიცე დარჩეს.
“ჩვენ დღეს ნამდვილად უნდა ვიყოთ მტკიცე მშვიდობის საკითხში. მნიშვნელოვანია კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტა. ეს არის ერთადერთი გზა წინსვლისთვის. ფინეთი უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერია. მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი იყოს ერთიანი ამაში და თითოეულმა ქვეყანამ შეიტანოს წვლილი. რომელი საშუალებაც არ უნდა იყოს საჭირო იმ დაუყოვნებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, რაც ახლა ს სჭირდება, უნდა გამოვიყენოთ. ჩვენი პოზიციაც, ამ მხრივ, ძალიან მტკიცეა”, – განაცხადა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

კონსტიტუციის დღე საქართველოს სახელმწიფოებრივი განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღია, რომელიც გვახსენებს, რომ დემოკრატიული წყობა და სამართლებრივი სახელმწიფო მყარ საფუძველზე დგას