ფინეთი უკრაინის დახმარებას გააგრძელებს

ფინეთი უკრაინის დახმარებას გააგრძელებს, – ამის შესახებ ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერი ორპომ საახალწლო მილოცვისას განაცხადა.
„ფინელი ხალხი და სახელმწიფო უკრაინის მტკიცე მხარდაჭერას აგრძელებს. ეროვნულ დონეზე ჩვენი გადაწყვეტილებები, როგორიც მძიმე საბრძოლო მასალის წარმოებაა, საშუალებას გვაძლევს ს მხარი გრძელვადიან პერსპექტივაში დავუჭიროთ. ამავდროულად, ჩვენ საკუთარი თავდაცვის შესაძლებლობებს ვაძლიერებთ“, – განაცხადა პეტერი ორპომ.
ფინეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ უკრაინელები თავიანთი ქვეყნისთვის, დასავლური ღირებულებებისთვის და მთლიანად ევროპისთვის მამაცურად იბრძვიან.
„უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება უკრაინელი ხალხისთვის იმედის სიგნალს წარმოადგენს. უკრაინას ევროპულ ოჯახში გაწევრიანებისთვის იწვევენ და მისი ადგილი ევროკავშირშია“, – აღნიშნა ფინეთის პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შსს – მივმართავთ უკრაინას, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი საკუთარი მოქალაქეების დასაბრუნებლად – პროცესის ხელოვნურად გაჭიანურება აჩენს ეჭვს, რომ სურთ, ქართული მხარე იძულებული გახდეს, ისინი სახელმწიფო საზღვარზე დაუშვას

სალომე ზურაბიშვილი ტრამპს, ფაშინიანს და ალიევს – თქვენი წარმატება კავკასიაში მშვიდობისა და პროგრესის წარმატებაა – ქართველებმა მშვიდობისა და დამოუკიდებლობის ფასი იციან და ამ დიდ მიღწევას აფასებენ