ფინეთი უკრაინისთვის საბრძოლო მასალის წარმოებას აპირებს

.ფინეთი უკრაინისთვის საბრძოლო მასალის წარმოებას აპირებს. ამის შესახებ ფინეთის თავდაცვის თავდაცვის მინისტრმა ანტი ჰაკანენმა განაცხადა.
„ჩვენ დავასრულეთ მოლაპარაკებები იმის შესახებ, თუ როგორ გაზრდის ფინეთი საბრძოლო მასალის წარმოებას უკრაინის შეიარაღებისთვის. ეს გადაწყვეტილება მიიღება უახლოეს მომავალში“, – აღნიშნა ჰაკანენმა გაზეთ Iltalehti-თან ინტერვიუში.
მან აღნიშნა, რომ საკითხი სავარაუდოდ შობის დღესასწაულამდე მოგვარდება.
„გეგმები მზად არის. ამჟამად ქვეყნდება საბრძოლო მასალის წარმოების მნიშვნელოვნად გაზრდის გეგმა. განზრახვა არის უკრაინის მხარდაჭერა კიდევ უფრო მეტად, ვიდრე ახლა. ამავდროულად, ჩვენ კიდევ უფრო გავზრდით ფინეთის და სკანდინავიის ქვეყნების საბრძოლო მასალის წარმოებისთვის მზადყოფნას“, – განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, საბრძოლო მასალის წარმოების მოცულობა ათეულობით მილიონი ევროთი გაიზრდება.