ფინეთი უკრაინას 106 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს. განცხადება ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, ანტი ჰაკანენმა გააკეთა. გადაწყვეტილება კი დღეს ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტომ მიიღო.
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ფინეთი აპირებს უკრაინის მხარდაჭერას როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერიოდში.
ომის დაწყების შემდეგ, ეს უკვე დახმარების 21-ე პაკეტია, რომელსაც ფინეთი უკრაინას გადასცემს. ფინეთის მიერ მიწოდებული თავდაცვითი კომპლექტების ჯამური ღირებულება 1,6 მილიარდ ევროს შეადგენს.
ფინეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, ოპერატიული მიზეზების გამო და დახმარების უსაფრთხოდ მიწოდების უზრუნველსაყოფად, დეტალური შინაარსი, მიწოდების გზები და დახმარების გრაფიკი საიდუმლოდ დარჩება.