ფინეთი რუსეთის საზღვართან 4 გამშვებ პუნქტს ხურავს – BBC

ფინეთი ს საზღვართან 4 გამშვებ პუნქტს ხურავს. 18 ნოემბრიდან დაიხურება იმატრას, ნიირალას, ნუიიამასაა და ვალიიმაას სასზვღვრო გამშვები პუნქტები და ეს შეზღუდვა 2024 წლის 18 თებერვლამდე დარჩება ძალაში. ამის შესახებ BBC წერს.
ფინეთსა და რუსეთს შორის სახმელეთო საზღვარზე სულ 9 გამშვები პუნქტი ფუნქციონირებს და დარჩენილი საგუშაგოები ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ მუშაობას. ამ გადაწყვეტილების მიზეზი მესამე ქვეყნებიდან მიგრანტების შედინებაა.
ფინეთის სასაზღვრო დაცვის მეთაურის მოადგილემ, ლეიტენანტ-პოლკოვნიკმა ჯუკა ლუკარიმ ფინურ მედიას განუმარტა,
ფინეთის სასაზღვრო დაცვის მეთაურის მოადგილე, ლეიტენანტ-პოლკოვნიკ ჯუკა ლუკარის თქმით, პუნქტები დაიხურება საზღვრის კვეთის მკვეთრად გაზრდილი რაოდენობის გამო. მისივე თქმით, განსაკუთრებით ბევრი ადამიანი ცდილობს რუსეთიდან ფინეთში შესვლას საჭირო საბუთების გარეშე.