ფინეთი რუსეთის საზღვარზე დაწესებულ შეზღუდვებს ახანგრძლივებს

ფინეთი რუსეთის საზღვარზე დაწესებულ შეზღუდვებს 11 თებერვლამდე აგრძელებს, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, მარი რანტანენი ავრცელებს.
„ფინეთისთვის ეროვნული უსაფრთხოება კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხად რჩება“, – განაცხადა მარი რანტანენმა.
ფინეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ არსებული ვითარება ფინეთში მცხოვრებ რუსებსა და ორი ქვეყნის პასპორტის მფლობელებზე უარყოფითად მოქმედებს.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის 30 ნოემბერს, თავშესაფრის მაძიებელთა გაზრდილი ნაკადის გამო, ფინეთმა რუსეთთან საზღვარი სრულად დაკეტა.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?