ფინეთი რუსეთიდან დევნილებს უკან გააბრუნებს

ფინეთის პარლამენტი გაძევების შესახებ ახალ კანონპროექტს განიხილავს. ეს საშუალებას მისცემს ფინელ მესაზღვრეებს რუსეთში დააბრუნონ აღმოსავლეთ საზღვრიდან თავშესაფრის საძებნელად ფინეთში ჩასული ს მოქალაქეები. ფინეთი ახლა ვალდებულია მიიღოს ყველა მიგრანტი, რომელიც თავშესაფარს ითხოვს, სანამ მათი განაცხადები განიხილება.
როგორც ფინეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მარი რანტანენმა ტელერადიოკომპანია Yle-სთან ინტერვიუში განმარტა, კანონპროექტი, პირველ რიგში, რუსეთის საზღვრის გავლით შემოსულ მიგრანტებს შეეხება. ასევე აიკრძალება საზღვარზე თავშესაფრის მოთხოვნა. გამონაკლისი შეიძლება გაკეთდეს განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებისთვის – მაგალითად, ბავშვებისთვის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის-და მათთვის, ვისაც დაბრუნების შემთხვევაში სიკვდილით დასჯა ან წამება დაემუქრება. უფრო მეტიც, ეს საფრთხე უნდა არსებობდეს არა მხოლოდ სამშობლოში, არამედ იმ ქვეყანაში, საიდანაც ლტოლვილი შემოდის ფინეთში, ანუ რუსეთში.

მესაზღვრეები დევნილისთვის საფრთხის ხარისხს შეაფასებენ და მათთვის სპეციალური სწავლება ჩატარდება. თუ ფინეთის სასაზღვრო სამსახური არ გამოავლენს თავშესაფრის მოთხოვნის საკმარის საფუძველს, მიგრანტი დაბრუნდება რუსეთში, მაშინაც კი, თუ რუსეთი არ დათანხმდება მის მიღებას. რანტანენმა ზუსტად არ განმარტა, თუ როგორ განხორციელდებოდა ეს. კანონი ასევე საშუალებას მისცემს მესაზღვრეებს გამოიყენონ ძალა.
ფინეთის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ასეთ პირობებში ისინი შეძლებენ რუსეთთან საზღვრის ნაწილობრივ გახსნას, რომელიც 2023 წლის ნოემბრიდან მთლიანად დაიხურა.
რუსეთ-ფინეთის ურთიერთობები მკვეთრად გამწვავდა ში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ 2022 წლის თებერვალში. ფინეთმა უარი თქვა ნეიტრალიტეტის პოლიტიკაზე და ნატოს წევრი გახდა. მოსკოვში აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება არ დარჩება უშედეგოდ. ამასთან, რუსეთი უარყოფს, რომ მიგრაციას ფინეთზე ზეწოლისთვის იყენებს.
ჰელსინკი მოსკოვს ბრალს სდებს საზღვარზე თავშესაფრის მაძიებელთა უწყვეტი ნაკადის ორგანიზებაში. რუსეთი ამას უარყოფს.
· 25 მაისს ცნობილი გახდა, რომ ფინეთი უერთდება ნატოს პროექტს, რომელიც რუსეთთან საზღვარზე თავდაცვითი “დრონების კედლის” შექმნას ითვალისწინებს. ამის შესახებ სახელმწიფო რადიოკომპანია Yle-ს ჟურნალისტებს ფინეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მარი რანტანენმა განუცხადა.
· პროექტში, რომელიც პროვოკაციებისა და კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლას ისახავს მიზნად, რუსეთის მოსაზღვრე ნატოს წევრი ქვეყნები მიიღებენ მონაწილეობას. ფინეთის გარდა, ესენი არიან ნორვეგია, , ლატვია, ლიეტუვა და პოლონეთი. ამავდროულად, რუსეთ-ფინეთის საზღვარი სიგრძით ყველაზე დიდი, თითქმის 1272 კილომეტრია.
· ეს ქვეყნები აპირებენ გამოიყენონ დრონები და სხვა ტექნოლოგიები, რათა დაიცვან თავიანთი საზღვრები არამეგობრული სახელმწიფოების პროვოკაციებისგან და თავიდან აიცილონ კონტრაბანდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური ზვიად ხარაზიშვილის და მილერი ლაგაზაურის დასანქცირებაზე – ძალიან კარგად ვუხდით, ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს – ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?