ფინეთი რუსეთიდან გათხევადებული აირის იმპორტის აკრძალვას გეგმავს

ფინეთი 2025 წლიდან დან თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) იმპორტის აკრძალვას გეგმავს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ კლიმატისა და გარემოს დაცვის მინისტრმა კაი მიკიანენმა ისაუბრა.
“არ მინდა რაიმე კონკრეტული თარიღის დაპირება, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მომავალ წელს ისეთ ვითარებაში აღმოვჩნდებით, როცა აკრძალვა ძალაში შევა”. – თქვა მიკიანენმა.
გარდა ამისა, როგორც მან აღნიშნა, ეს შეიძლება გაკეთდეს ევროკავშირის გაზის ბაზრის ეფექტიანი რეფორმის მეშვეობით, რაზეც რაზეც ევროკავშირის წევრი ქვეყნები და ევროპარლამენტი დეკემბრის დასაწყისში შეთანხმდნენ.
რეფორმა საშუალებას აძლევს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს უსაფრთხოების მიზნით აიკრძალონ რუსული და ბელარუსული მილსადენის გაზისა და LNG-ის იმპორტი. თუმცა, აკრძალვა შეიძლება დაწესდეს მხოლოდ შეზღუდული ვადით და ევროკომისიასთან კონსულტაციის შემდეგ. შესაბამისი რეგულაცია სავარაუდოდ გაზაფხულზე ამოქმედდება, რის შემდეგაც ფინეთის მთავრობას შეეძლება წინადადება იმპორტის აკრძალვის შესახებ წარადგინოს.
მიკაინენის თქმით, უფრო მარტივი გამოსავალი იქნება ევროკავშირის მიერ შესაბამისი სანქციების მიღება, მაგრამ ზოგიერთი წევრი ქვეყანა “ამისთვის მზად არ არის”, ფაქტობრივად, “ევროკავშირში ასეთი გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელი”.

ასევე დაგაინტერესებთ