ფინეთი რუსეთთან საზღვრის გასახსნელად ემზადება

ფინეთი რუსეთთან საზღვრის გასახსნელად ემზადება, – ამის შესახებ ფინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ სასაზღვრო დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილემ, ჰეიკი აჰტიაინენმა განაცხადა.
„სასაზღვრო ბარიერების დემონტაჟისთვის რამდენიმე საათია გამოყოფილი. მოძრაობის აღდგენას დიდი დრო არ დასჭირდება“, – განაცხადა აჰტიაინენმა.
„ჩვენ უნდა ვნახოთ, საზღვრების გახსნის შემთხვევაში, გაგრძელდება თუ არა თავშესაფრის მაძიებელთა ნაკადი“, – აღნიშნა ფინეთის სასაზღვრო სააგენტოს წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთთან ფინეთის საზღვარი, 30 ნოემბერს, სულ მცირე ორი კვირით დაიკეტა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი რეზოლუციაზე – სინანულით უნდა აღინიშნოს, რომ უილსონის დამატების თანაავტორი იყო უკრაინაც – ზურგში დანის დარტყმაა, როდესაც უკრაინა, რომელიც ომშია, იცლის, რომ ქართველ ხალხს ძირი გამოუთხაროს