ფინეთი: რუსეთთან საზღვარზე ერთის გარდა ყველა გამშვები პუნქტი დავხურეთ

ფინეთის პრემიერმინისტრმა, პეტერი ორპომ და შინაგან საქმეთა მინისტრმა, მარი რანტანენმა განაცხადეს, რომ ფინეთი ს საზღვარზე ერთის გარდა ყველა გამშვებ პუნქტს დახურავდა. ამის შესახებ მათ 22 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.
ფინეთის ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, გამშვები პუნქტები 23 დეკემბრამდე არ იმუშავებს.
“ჩვენი მთავარი მიზანი ფინელი ხალხის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა”. – თქვა ორპომ ჟურნალისტებთან საუბრისას.
რუსეთისა და ფინეთის საზღვარზე სულ 9 სასაზღვრო გამშვები პუნქტია. 16 ნოემბერს ფინეთმა 4 პუნქტი დახურა. მთავრობის განმარტებით, საზღვრის გადამკვეთები თავშესაფარს ითხოვენ. 18 ნოემბრის საღამოს ცნობილი გახდა კიდევ ერთი გამშვები პუნქტის დახურვის შესახებ.
ფინეთის სამხრეთ ნაწილში გამშვების პუნქტების დახურვამ მიგრანტების ნაკადის ჩრდილოეთით გადაადგილება გამოიწვია. შესაბამისად, ფინეთის მთავრობამ დამატებით 3 პუნქტი დახურა და მხოლოდ რაია-იოოსეპის პუნქტი დატოვა, სადაც მიგრანტების მიღების პროცესი ცენტრალიზდება.
ფინეთის მხრიდან ასევე გამოითქვა ეჭვი, რომ მიგრანტების შემოდინებას რუსეთი უწყობს ხელს. დღევანდელ სიტუაციას 2021 წლის ბელარუსი-ევროკავშირის სასაზღვრო კრიზისს ადარებენ.
რუსეთის საგარეო სამინისტრომ მიგრანტების გადაადგილებაში მოსკოვის ჩართულობის დაშვებას “ძალიან უცნაური” უწოდა.
პირველი გამშვები პუნქტების ჩაკეტვას ასევე გამოეხმაურა კრემლის პრესსპიკერი, ~, რომელმაც აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება “ღრმა მწუხარების გარდა, არაფერს იწვევს”.
რუსეთის საგარეო სამინისტროს სპიკერმა, მ კი თქვა, რომ რუსეთი ფინეთის მიერ საზღვრების სრულ ჩაკეტვას “თავისთავად” პასუხს გასცემდა. თუმცა, ზახაროვას არ დაუზუსტებია, რა ზომების მიღებას გეგმავს მოსკოვი.
მარია ზახაროვას თქმით, რუსეთი ღიაა საუბრისათვის, თუმცა, პრობლემების საფუძველს ფინეთში ხედავს.
“ღია ვართ დიალოგისადმი, კერძოდ სასაზღვრო საკითხებზე”. – თქვა რუსეთის საგარეო სამინისტროს სპიკერმა.