ფინეთი რუსეთთან ერთის გარდა ყველა საგუშაგოს ხურავს

ფინეთი რუსეთთან ერთის გარდა ყველა საგუშაგოს ხურავს
ფინეთის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ რუსეთთან საზღვარზე მიგრაციის მზარდი ზეწოლის გამო შვიდი საკონტროლო პუნქტი დახუროს, რის შემდეგაც ღია დარჩება მხოლოდ ერთი, ყველაზე ძნელად მისადგომი გამშვები პუნქტი. ამის შესახებ ფინეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერი ორპომ განაცხადა, ამის შესახებ ფინური მედია წერს.
ფინეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ფინეთისა და ს სახმელეთო საზღვარზე კიდევ 3 სასაზღვრო გამშვები პუნქტი – კუუსამოს, სალასა და ვარტიუსში 25 ნოემბრის ღამეს დაიკეტება.
ღია დარჩება მხოლოდ ერთი ფინეთ-რუსეთის სასაზღვრო პუნქტი – რაჯა-ჯოსეპი, რომლით სარგებლობაც თავშესაფრის მაძიებლებს შეუძლიათ.
შეგახსენებთ, რომ ეს სასაზღვრო გამშვები პუნქტი ყველაზე მიუწვდომელია რუსებისთვის და დღეში მხოლოდ ოთხი საათის განმავლობაშია ღია.
შეგახსენებთ, რომ, არალეგალური მიგრაციის ზრდის გამო, გასულ ხუთშაბათს ფინეთმა გადაწყვიტა დაეხურა ვაალიმაას, ნუიჯამაას, იმატრასა და ნიირალას სასაზღვრო გამშვები პუნქტები.
ფინეთ-რუსეთის საზღვარზე 7 გამშვები პუნქტის დახურვის გადაწყვეტილება ძალაში 25 თებერვლამდე იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ