ფინეთი მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყნების რეიტინგში პირველ ადგილზეა
ფინეთმა პირველი ადგილი დაიკავა მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყნების ყოველწლიურ რეიტინგში, რომელიც შედგენილია გაეროს მდგრადი განვითარების გადაწყვეტილებების ქსელის მიერ.
ანგარიში შედგენილია 147 ქვეყნის მცხოვრებლების გამოკითხვის საფუძველზე. გამოკითხვები განიხილავს რამდენიმე ასპექტს: ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი, სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა, სოციალური მხარდაჭერის დონე, კორუფცია და სხვა მონაცემები.
ბედნიერების ინდიკატორი იზომება სამი წლის განმავლობაში კვლევის მონაცემებზე დაყრდნობით, 2025 წლის რეიტინგი შედგენილია 2022-2024 წლების მონაცემებზე დაყრდნობით.
წყარო: interfax
