ფინეთი თავშესაფრის მაძიებელთა ზრდის შესაჩერებლად რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვას განიხილავს. ამის ინფორმაციას ფინეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ავრცელებს.
შინაგან საქმეთა მინისტრის მარი რანტანენის თქმით, აგვისტოდან ფინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ სასაზღვრო პუნქტზე მიგრანტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ფინეთის მთავრობა ვარაუდობს, რომ აღნიშნული რუსეთის სასაზღვრო პოლიტიკის ცვლილების შედეგია.
რანტანენის თქმით, რუსეთმა შესაბამისი დოკუმენტაციის არმქონე პირების სასაზღვრო ზონამდე დაშვება დაიწყო, სადაც მათ უკვე ფინეთში თავშესაფრის მოთხოვნა შეუძლიათ.