ფინეთი აპირებს რუსეთის მოქალაქეებს უძრავი ქონების შეძენა აუკრძალოს

კანონპროექტის თანახმად, უძრავ ქონებას ვერ შეიძენს მოქალაქე იმ ქვეყნის, რომელიც აგრესიულ ომს აწარმოებს, ან შესაძლოა, საფრთხეს უქმნიდეს ფინეთის ეროვნულ უსაფრთხოებას.
ფინეთის თავდაცვის სამინისტროს საიტზე 6 თებერვალს გამოქვეყნებული ინფორმაციით, კანონპროექტი ზღუდავს რუსეთის მოქალაქეების მიერ უძრავი ქონების შეძენას. მინისტრ ანტი ჰიაკანენის განცხადებით, ევროპისთვის საფრთხეს წარმოადგენს, უძრავი ქონება კი მტრული გავლენის ერთ-ერთი საშუალებაა.
თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, 2024 წლის შემოდგომის მონაცემებით, რუსეთის მოქალაქეები ფინეთში ფლობენ უძრავი ქონების 3500-მდე ობიექტს.
მთავრობის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი კანონპროექტით, უძრავი ქონების შეძენის აკრძალვა არ გავრცელდება რუსეთის და ფინეთის ორმაგ მოქალაქეებზე.
ფორუმი