ფინეთის სასამართლომ დახურა ტანკერ Eagle S-ის ქართველი კაპიტნისა და მისი თანაშემწეების საქმე

ჰელსინკის საოლქო სასამართლომ დახურა ს ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერად მიჩნეული Eagle S-ის ეკიპაჟის სამი წევრი მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე. ორი საქართველოს მოქალაქეა. მათ შორის კაპიტანი დავით ვადაჭკორია.
ტანკერი Eagle S, რომელიც კუკის კუნძულებზეა დარეგისტრირებული, ფინეთისა და ს დამაკავშირებელი ელექტრო და ინტერნეტკაბელების დაზიანების გამო 2024 წლის დეკემბერში დააკავეს ფინეთის ყურეში. 2025 წლის აგვისტოში ფინეთის პროკურატურამ კაპიტანს და მის ორ თანაშემწეს ბრალი წაუყენა და სასამართლოში საქმის განხილვა დაიწყო.
დაკავებულთა ადვოკატები სასამართლო პროცესზე აცხადებდნენ, რომ ინციდენტი ფინეთის ტერიტორიულ წყლებს მიღმა მოხდა, შეგნებული ქმედება არ ყოფილა და საზღვაო შემთხვევების კატეგორიას განეკუთვნება.
ჰელსინკის საოლქო სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს, 3 ოქტომბერს გამოაცხადა. მისი განმარტებით, სისხლის სამართლის მოცემული საქმე მისი იურისდიქციის მიღმაა, რადგან გაეროს საზღვაო კონვენციის თანახმად, ამის უფლება აქვს სახელმწიფოს, რომლის დროშითაც გემი დაცურავს, ან ბრალდებულების მშობლიურ ქვეყანას.
ტანკერ Eagle S-ის კაპიტანი დავით ვადაჭკორია მომხდარს შემთხვევითობას უწოდებდა და უარყოფდა ს გეგმით მოქმედებას და იმას, რომ ტანკერი რუსეთის ე.წ. ჩრდილოვან ფლოტს წარმოადგენს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ორბანი – ევროკავშირი გაყინულ რუსულ აქტივებთან დაკავშირებით წერილობით კენჭისყრას გამართავს, რომელიც კავშირს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს – ევროკომისია სისტემატურად არღვევს კანონმდებლობას და ამას ომის გასაგრძელებლად აკეთებს

შალვა პაპუაშვილი – წამყვანი თანამდებობის პირები საათობით დროს ვატარებთ ჟურნალისტებთან და არ გავურბივართ კითხვებს, ეს არის ქართული დემოკრატიის სტანდარტი, რომელთანაც ახლოს ვერ მოდის ზოგიერთი ელჩის სტანდარტი – ფიშერის ფაილი ჩვენთვის დახურულია

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირი იქცა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის, კონფლიქტის და არა მშვიდობის ტერიტორიად – სად ვიქნებოდით წნეხისთვის რომ არ გაგვეძლო? იქ, სადაც უკრაინაა, როდესაც აღარც მშვიდობა შეუძლიათ და აღარც ომი