ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს აქვს დავალება მიღებული, წაახალისოს საქართველოში რევოლუციური პროცესი, რაც თავიდანვე განწირულია წარუმატებლობისთვის, თავი ხომ მოიჭრა ამ ადამიანმა, 50 კაცს შეუერთდა კანონსაწინააღმდეგო აქციაზე, ბაია პატარაიაზე და სალომე ზურაბიშვილზე დაბალი დონეა

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს აქვს დავალება მიღებული, წაახალისოს საქართველოში რევოლუციური პროცესი, რაც თავიდანვე განწირულია წარუმატებლობისთვის, თავი ხომ მოიჭრა ამ ადამიანმა, 50 კაცს შეუერთდა კანონსაწინააღმდეგო აქციაზე, ბაია პატარაიაზე და სალომე ზურაბიშვილზე დაბალი დონეა
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს აქვს დავალება მიღებული, რომ წაახალისოს საქართველოში რევოლუციური პროცესი, რაც თავიდანვე განწირულია წარუმატებლობისთვის, მაგრამ ასეთი დავალება აქვს მიღებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ყველაზე ტრაგიკული ის არის, რომ ევროპული ბიუროკრატია დასულია ბაია პატარაიას დონემდე.
„როგორც ბაია პატარაია, ისევე იღებს ეს ქალბატონიც დავალებებს. არავითარი განსხვავება არ არის. ეს არის ყველაზე მეტად ტრაგიკული დღეს ევროკავშირის სივრცეში, რომ ევროპული ბიუროკრატია არის დასული ბაია პატარაიას დონემდე. ეს არის ყველაზე ტრაგიკული. რა დავალებასაც მისცემენ, იმას აკეთებენ. თავი ხომ მოიჭრა ამ ადამიანმა? 50 კაცს შეუერთდა კანონსაწინააღმდეგო აქციაზე. ხომ ტყუილის თქმა მოუწია, ხალხი ახლა იკრიბებაო, ფინეთის დროშები ფრიალებსო. სასწაულები ილაპარაკა. ბაია პატარაიაზე დაბალი დონეა. სალომე ზურაბიშვილზე დაბალი დონეა. ეს არის რეალური სახე, რასაც გვიჩვენებს ჩვენ ევროპული ბიუროკრატია. სხვა ახსნა ამას ხომ არ აქვს. ყველაფერი ძალიან კარგად იციან, მაგრამ მიიღებენ რაღაც დავალებას და უნდა შეასრულონ ეს დავალება“, – განაცხადა ირაკლი მ.

ასევე დაგაინტერესებთ

რეალობა ის არის, რომ ქართული „ფარა“ საფრთხეს უქმნის სხვადასხვა მანტიისა და საფარის ქვეშ მოქმედ უცხოურ აგენტურასა და მათ მთავარ წარმომადგენელ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებსაც არანაირად არ სურთ, გაამჟღავნონ საკუთარი დაფინანსება

საქართველოს თვითმყოფადობასთან მებრძოლი ევროკრატიის განშტოება, ვენეციის კომისია ისეთ აბსურდშია, რომ FARA-ს კანონის უსაგნო კრიტიკაში მის ერთ-ერთ მთავარ პარტნიორს, აშშ-ს უწუნებს კანონის უზენაესობას